17 წლის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანურ საკალათბურთო პამესა ვალენსიას შემადგენლობაში მკვიდრდება. ესპანური ჩემპიონატის 23-ე ტურში რიკო მანრესასთან გასვლით მატჩში ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ნევენ სპეჰიამ შენგელია სასტარტო ხუთეულში ათამაშა და ქართველმა კალათბურთელმა 3 ქულა, 2მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
შენგელიამ 2-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, მსაჯებს კი 2 პერსონალური ფოლი დასტყუა. პამესას რიგენში დიდად არც ერთი კალათბურთელი გამორჩეულა. ამ ფონზე სტუმართა შორის საუკეთესო პეროვიჩს მხოლოდ 12 ქულა მოუგროვდა. შენგელიას კლუბი 12 მოგებით მე-7 ადგილზეა.
Filed under: სპორტი | Leave a Comment »


სამტრედიის რაიონში სოფელ დაფნარში სარკინიგზო მაგისტრალზე ახალი ხიდი გაიხსნა. თანამედრივე თექნოლოგიებით აშენებული ხიდი პირველია ამიერ კავკასიაში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქმა რწმენა რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მშვიდობიანი გზით დაუბრუნდება საქართველოს და რუსეთი აღიარებს რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა
როგორც უკვე თქვენ ხედავთ ძლიერი ეკონომიური კრიზისი დაიწყო და ბანკები იძირებიან სახლების ფასები იაფთება და უკვე საქართველომაც კი აღიარა ეკონომიური კრიზისი ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ჯერ პრემიერ მინისტრმა აღიარა. ”საქართველოს რთული ეკონომიკური წელიწადი ელოდება” ასე აღიარა მიხეილ სააკაშვილმე ვარდების რევოლუციის 5 წლის თავზე თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით საქართველოში ბევრ სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა მოგვიწოდა მოთმინებისა და გამძლეობისკენ . სააკაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის შედეგია.